micro.bg
რეგისტრაცია

გამოყენების ზოგადი პირობები

 

micro.bg ის მიერ მოწოდებული სერვისების გამოყენების ზოგადი წესები და პირობები. 

გთხოვთ, გაეცანით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს micro.bg ის მიერ მოწოდებული სერვისების გამოყენებისთვის. რეგისტრაზია micro.bg ზე ნიშნავს რომ თქვენ ეთახნებით ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას.


1. მომსახურების აღწერა
micro.bg ვებ-გვერდის შინაარსის მფლობელია შპს "მიკროინვესტი" - ბულგარეთის რესპუბლიკის კომერციული სამართლით რეგისტრირებული კომპანია, ნომრით EIC 831826092, იურიდიული მისამართით, ბულგარეთი, ქ. სოფია, მეფე ბორის III, № 215.
ეს ზოგადი წესები და პირობები განაპირობებს ურთიერთობას ერთის მხრივ Microinvest OOD (შემდგომში "Microinvest") და მეორეს მხირვ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, არაპერსონალიზებულ კომპანიას ან სხვა სუბიექტს შორის ვინც ჩატვირთავს დომეინს micro.bg მათ ბრაუზერში ან სხვაგვარი წვდომით micro.bg ვებ-გვერდის შინაარსზე (შემდგომში "მომხმარებელი").

Microinvest უზრუნველყოფს micro.bg ვებ-გვერდის მეშვეობით შემდეგ სერვისებს მომხმარებლებისთვის: წვდომას ინფორმაციაზე და მონაცემთა ბაზაზე ინტერნეტის მეშვეობით, შექმნას, ელექტრონული დოკუმენტების შენახვას და დამუშავებას, შემდგომში "მომსახურებები". ვებ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმით micro.bg მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია ან გამოიყენონ ის გამოყენების ზოგად პირობებში აღწერილი წესების წერილობითი თანხმობის შემდეგ. ეს წესები და პირობები ასევე არეგულირებს ურთიერთობას ერთის მხრივ Microinvest / micro.bg და მეორეს მხრივ სერვისის მომხმარებლებს შორის. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება micro.bg ვებ-გვერდის გამოყენების ერთ ან მეტ პირობას, მათ აქვთ უფლება უარი თქვან მის გამოყენებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ავტომატურად ეთანხმებიან ყველა პირობის მიღებას. მომხმარებელი თანახმაა პირობების მიღებაზე.
micro.bg ვებგვერდზე არსებული სერვისების გამოყენებისას, მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას მოცემული წესების მიხედვით, აგრეთვე ბულგარეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების მიხედვით, მაშინაც კი, თუ არ არის ნახსენები ამ წესებში.

2. წვდომა, მომხმარებლის სახელზე და პაროლზე, უსაბრთხოება
მომხმარებელი ადგენს და იღებს სასურველი მომხმარებლის სახელს და პაროლს, micro.bg ვებ-გვერდის სერვისების წვდომისთვის მხოლოდ მას შემდეგ რაც გაივლის რეგისტრაციის პროცესს და გადაიხდის სააბონენტო გადასახადს. მომხმარებელი პასუხისმგებელია მიღებული მონაცემების გამჟღავნებაზე როგორიცაა სახელი, პაროლი, PIN და სრულად არის პასუხისმგებელი ყველა ქმედებაზე, რომელიც შესრულებულია: მომხმარებლის სახელის, პაროლის და PIN ის გამოყენებით.


მომხმარებელი თანახმაა:
• დაუყოვნებლივ შეატყობინოს micro.bg ს მათი სახელის, პაროლის არაავტორიზებული გამოყენების შესახებ ან უსაბრთხოების სხვა დარღვევებისას.
• შეწყვიტოს წვდომა სერვისებზე (log off) ყოველი სესიის დასრუების შემდეგ.


პაროლის დაკარგვის შემთვევაში, micro.bg აღადგენს მას და გაგზავნის მომხმარებლის მიერ რეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე. micro.bg არ იღებს პასუხისმგებლობას, ზიანისა და ზარალის გამო ამ პუნქტის დებულებების შეუსრულებლობის გამო.


micro.bg იტოვებს უფლებას შეწყვიტოს კონკრეტული ნაწილის ან მთლიანი ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობა შეუზღუდავი დროის განმავლობაში, დაგეგმილი ან შემთხვევით, ნებისმიერი პასუხისმგებლობის გარეშე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს წვდომის შეჩერებამ.

micro.bg იტოვებს უფლებას Microinvest - ის მიერ კონტროლირებად სხვა ვებ-გვერდებზე გადამისამართებისა. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ექვემდებარება ამ ვებ-გვერდებზე დადგენილ წესებსა და პირობებს.


micro.bg იტოვებს უფლებას გადაამისამართოს მომხმარებელი სხვა ვებ-გვერდებზე, რომელიც ეკუთვნის მესამე მხარეს. micro.bg ს ამ გვერდების შინაარსზე კონტროლი არ გააჩნია, შესაბამისად არ იღებს პასუხისმგებლობა ამ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მართებულობასა და სიზუსტეზე.


3. micro.bg უფლებები და ვალდებულებები 
micro.bg იტოვებს უფლებას წინასწარ გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტოს ურთიერთობია კლიენტთან, თუ ის არღვევას გამოყენების წესებს, ბულგარეთის რესპუბლიკის კანონებისა და საერთაშორისო აქტების მიხედვით, კომპენსაციის გარეშე.


micro.bg არ არის პასუხისმგებელი მესამე პირებთან მომხმარებელთა ურთიერთობებზე და არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მოგებასა და ზარალზე, რომელიც არის ასეთი ურთიერთობების შედეგი. micro.bg არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებაზე და დაკარგულ მოგებაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებელთა მიერ შენახული ინფორმაციის მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომობის გამო.

micro.bg იტოვებს უფლებას შეცვალოს და გააუმჯობესოს მისი სერვისები ნებისმიერ დროს, რომელსაც შეატყობინებს მის მომხმარებლებს. მოცემულ ვადაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება ცვლილებებს, მიიჩნევა, რომ ისინი თანახმანი არიან.


micro.bg არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების პირობების შეწყვეტის გამო - ფორსმაჟორული შემთხვევების დროს, სტიქიური მოვლენების დროს, ინტერნეტის გლობალურ ქსელზე არსებული პრობლემების დროს, მესამე მხარის ქმედებების ან უმოქმედობის დროს და ა.შ.


micro.bg არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებისა და მოგების დაკარგვის გამო, სერვისის ცვლილების ან შეზღუდვის, წაშლის, მოდიფიკაციის, დაკარგვის, არარსებობის, არასწორი ან არასრული შეტყობინებების, მასალების ან ინფორმაციის, რომლებიც გადაცემული, გამოყენებული, ჩაწერილი ან ხელმისაწვდომი გახდება micro.bg - ის მეშვეობით.


micro.bg უზრუნველყოფს თავის მომსახურებას ნებისმიერი ფიზიკური და ლოგიკური პრობლემების გარეშე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სამომხმარებლო კომპიუტერებზე, როგორიცაა ინფორმაციის დაკარგვა, ვირუსული ინფექცია და სხვა.


micro.bg იტოვებს უფლებას ავტომატურად წაშალოს ანგარიშები, ბიზნესი და მომხმარებლები სისტემაში, მას შემდეგ, რაც არ გამოიყენებენ ანგარიშს ან არ განაახლებენ ანგარიშსწორებას 6 თვეზე მეტი ვადით. მომხმარებელთა ინფორმირება მოხდება ელექტრონულად ინფორმაციის წაშლამდე 10 დღით ადრე.


micro.bg იტოვებს უფლებას, არ შეინახოს ინფორმაცია წაშლილი ანგარიშებისა და კომპანიების შესახებ.


micro.bg არ იძლევა გარანტიას ვებგვერდის მუდმივ ფუნქციონირებაზე.

4. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
მომხმარებელი არის ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც ბრაუზერში გახსნილი აქვს micro.bg ან სხვაგვარად აქვს წვდომა საიტის micro.bg შინაარსზე.


სერვისების გამოყენებისთვის, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა World Wide Web თან პირდაპირ ან სხვა მოწყობილობებით. გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს World Wide Web თან საჭირო ყველა ხელმისაწვდომობა, მათ შორის კომპიუტერი, მოდემი ან ინტერნეტის წვდომის სხვა საშუალებები. micro.bg მხოლოდ უზრუნველყოფს მომსახურებას და არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ჩარევასა ან ტექნიკური პრობლემზე, რომელიც ხელს უშლის მომსახურების გამოყენებას მომხმარებლის მიერ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შედეგად.

მომხმარებელი აცნობიერებს და იღებს იმ ფაქტს, რომ მომსახურება არის უზრუნველყოფილი "იმ სახით, როგორიც არის" და რომ micro.bg არ არის პასუხისმგებელი, წაშლაზე, მომხმარებლის პირადი განცხადებების ან შეტყობინებების გაგზავნის ან შენახვის შეუძლებლობაზე, მიღებული ზიანზე, მოგებსა და სხვა დანაკარგებზე, რომლებიც წარმოიშვა სერვისის გამოყენების შედეგად (ტექნიკური პრობლემების გამო, და სხვა).

მომხმარებელს უფლება არა აქვს მოახდინოს ბულგარეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების მოქალაქეების მორალური ნორმების, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. მომხმარებელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და საიმედოობაზე და ადასტურებს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ბულგარეთისა და საერთაშორისო აქტების კანონებს.

მომხმარებელთან არსებული მდგომარეობისა და მომხმარებლების პირობების შემდგომი უთანხმოების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შეწყვიტოს თავისი ურთიერთობა საიტზე micro.bg, მაგრამ არა აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

micro.bg - ის მიერ შემოთავაზებული ყველა მომსახურება შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული.

Spam ის გაგზავნა ან / და ელექტრონული შეტყობინებები მუქარის მიზნით, არ შეესაბამება micro.bg პოლიტიკას.

Spam შეტყობინებები კლასიფიცირებულია, როგორც "საკვანძო სიტყვების" სერვისით გაგზავნილი სარეკლამო გზავნილები სხვადასხვა კლიენტებისათვის, რომლებმაც არ გამოხატეს ამ ინფორმაციის მიღების სურვილი.

ამ ზოგადი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შპს "მიკრონიინვესტს" ყველა ზიანი და მოგების დანაკარგი, აგრეთვე საჩივრების შედეგად გადახდილი ხარჯები და მოსაკრებლები, მათ შორის ჯარიმები. მესამე მხარის სარგებელოდ ფაილების ბოროტად გამოყენების გამო ან ბულგარეთის ან მოქმედი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის, ამ მომსახურების პირობების, ინტერნეტ ეთიკას და მორალის დარღვევისათვის.

5. პერსონალური მონაცემების დაცვა
სააბონენტო ან შეკვეთის განაცხადის წარდგენის შემდეგ ან / და საიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, micro.bg აქვს უფლება მოითხოვოს მომხმარებელმა, ან მისი სახელით დავალებულმა პირიმა, შეავსოს პერსონალური მონაცემები,  მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან / და ელ-ფოსტის მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენელი, და სხვა.


ვებ-გვერდზე შეტანილი ყველა პირადული მონაცემები ან ელექტრონული ფოსტით ან ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ექვემდებარება დაცვას პერსონალური მონაცემთა დაცვის აქტით და მათი შეგროვების ერთადერთი მიზანი არის მომხმარებლის მოთხოვნისას რეაგირება და დაკმაყოფილება.
მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს წვდომა პირად მონაცემებზე, რომელიც შეტანილია და ხელმისაწვდომია micro.bg მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, აგრეთვე შეუძლია ამ მონაცემების შესწორება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტის დებულებების შესაბამისად.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს რეგისტრაციის გაუქმება, მათ შორის ელექტრონულად. მომხმარებლის მოთხოვნისას, რეგისტრაციის ადრეული შეწყვეტა არ არის საფუძველი მიკროინვესტმა მომხმარებლს გადაუხადოს წინაწარ გადახდილი ღირებულება (ან მისი ნაწილი).


ამ პირობების მიღებისთანავე, მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირებულია მომხმარებლის სახელით და პაროლი პირდაპირ ეთანხმება, რომ მათი პირადი მონაცემები უნდა დამუშავდეს micro.bg - ს მიერ ელექტრონულად. ყველა მონაცემი და სხვა მონაცემები, რომლებსაც ნებაყოფლობით აწვდიან მომხმარებლები და რომელთა იდენტიფიცირება ხდება მომსახურების გამოყენების დროს, ინახება და გამოიყენება micro.bg - ს მიერ მომსახურების გარკვეული ფუნქციების შესანარჩუნებლად. micro.bg ადასტურებს, რომ დაუშვებელია მომხმარებელის პირად მონაცემებზე არასანქცირებული წვდომა რეკლამირების მიზნით, მომხმარებლის თანხმობის გარეშე.


micro.bg იტოვებს უფლებას გამოიყენოს მომხმარებლის IP მისამართები, და გაამჟღავნოს მათი ვინაობა იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია კანონით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით ან ამ პირობების შესრულებისთვის. მომხმარებელთა პირადი კორესპონდენცია მკაცრად კონფიდენციალურია და არ იქნება დარღვეული, შეცვლილი ან წაკითხული მომხმარებლის მიერ აშკარა თანხმობისა ან / და ინსტრუქციის გარეშე.
micro.bg აგროვებს, სტატისტიკას დაკავშირებულს საიტის ვიზიტებზე, რომლებიც არ უკავშირდება მომხმარებლის პირად მონაცემებს.
6. საავტორო უფლებები
ვებ-გვერდის, მონაცემთა ბაზის, პროგრამული უზრუნველყოფის და საიტის დიზაინის შინაარსი ექვემდებარება საავტორო უფლებებს, ყველა უფლება დაცულია, თუ არ არის ცალსახად სხვა ცალკე მონაცემთა ბაზისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. micro.bg საიტის შინაარსი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმით ან ნებისმიერი მიზეზით რეპროდუცირებული, ჩაწერილი ან გავრცელებული მიკროინვესტის წერილობითი ნებართვის გარეშე.

მომხმარებელს უფლება არა აქვს Microinvest - ის წერილობითი თანხმობის გარეშე, ხელით ან კომპიუტერული პროგრამების დახმარებით (სკრიპტები, ბოტები და სხვა.) გააკეთოს საიტის micro.bg შინაარსის სრული ან ნაწილეობრივი ამონაწერი. მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემები, მათი ფორმულირება, განლაგება და სტრუქტურა, ექვემდებარება Microinvest - ის საავტორო უფლებებს, ასევე ფოტომასალა, გრაფიკა, ლოგოები და სხვა მასალები.


მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს micro.bg - ს ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის და არ შეიძლება გაყიდოს ან მიაწოდოს მესამე მხარეს.


რეკლამის შინაარსი, რომელიც გამოჩნდება საიტზე micro.bg როგორც სასაქონლო ნიშნები, არის მხოლოდ და მხოლოდ რეკლამის დამკვეთის პასუხისმგებლობა.
7. სხვა
ამ წესებისა და პირობებისგან წარმოშობილი ყველა დავა გადაწყდება ნებაყოფლობით ორმხრივი დათმობების საფუძველზე. ხელშეკრულების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავების გადაეცემა კომპეტენტურ ბულგარეთის სასამართლოს, რომელსაც აქვს ექსკლუზიური კომპეტენცია კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ პირობებით, რეგულირდება ბულგარეთის კანონმდებლობის დებულებებით.

micro.bg იტოვებს უფლებას გაუგზავნოს მის მომხმარებლებს სისტემური შეტყობინებები ახალ სერვისებთან დაკავშირებულ შეტყობინებებზე ან პირობებში ცვლილებებზე და მიმდინარე სერვისების გამოყენების გზებზე.


micro.bg უფლება აქვს შეცვალოს ტექნოლოგია და წინასწარი შეტყობინების გარეშე გათვალისწინებული მომსახურების დიზაინი.


ეს პირობები შეიძლება განახლდეს ნებისმიერ დროს, კონკრეტული შეტყობინების გარეშე.


Microinvest არ არის პასუხისმგებელი, თუ მომხმარებელი არ წაიკითხავს ამ ტერმინების ბოლო ვერსიას. პირობები, რომლებიც გამოქვეყნდა შემდეგ მისამართზე: http://micro.bg/content/EN/id-162/General-Terms-Of-Use.htm

 

 

ჩვენ ვიყენებთ "cookie"-ს რათა გავაუმჯობესოთ საიტის შინაარსი, ტრაფიკის გაანალიზებისა და მომხმარებლის ვებ გამოცდილების პერსონალიზაციისთვის. თუ თქვენ არ შეცვლით თქვენს პარამეტრებს, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ ხართ თანახმა მიღოთ ყველა "cookie". გაიგე მეტი.

გასაგებია